გოგი ბუკიას მემორიალური ღია საერთაშორისო ტურნირი ნარდში

4-5 აგვისტოს ჩვენი ფონდის ინიციატივით საქართველოს ნარდის ასოციაციასთან ერთად, სასტუმრო საქართველოს დარბაზში, ჩატარდა უდროოდ გარდაცვლილი ქართველი ჟურნალისტის, გოგი ბუკიას ხსოვნის პირველი, ღია მემორიალური საერთაშორისო ტურნირი ნარდში.
ტურნირის კომისარი იყო ჩვენი მოსკოველი თანამემამულე, სამაგიდო თამაშების საერთაშორისო ტურნირების ჩემპიონი, ნოდარ გაგუა.
გამარჯვებულთათვის დაწესებული იყო დამატებითი ფულადი ჯილდო 10 ათასი დოლარის ოდენობით.
ტურნირში მონაწილეობდა საქართველოს, რუსეთისა და სომხეთის 38 წარმომადგენელი.
ასპარეზობები ჩატარდა პროფესიონალებში, მოყვარულებში და წყვილა შორის. გაიმართა ასევე სანუგეშო ტურები.
პროფესიონალებში ტურნირის ჩემპიონი გახდა ახალგაზრდა საჩხერელი მონარდე ბაკურ ცერცვაძე, მეორე ადგილი კი თბილისელ თამაზ გიორგობიანს ერგო.
მოყვარულებში უპირატესობა სომეხ მონარდეებს ხვდათ წილად. პირველ- მეორე ადგილებზე გავიდნენ ერევნელი ანდრანიკ არუთინიანი და ლევონ პეტროსიანი.
ასპარეზობის ბოლოს გაიმართა ამხანაგური შეხვედრა სომხეთისა და საქარ-თველოს ნაკრებ გუნდებს შორის, რომელიც მასპინძლების გამარჯვებით, ანგარიშით 5 : 0 დამთავრდა . გამარჯვებული გუნდი ტურნირის დამფუძნებელმა ბატონმა გოდერძი ბუკიამ ათასი დოლარით დააჯილდოვა.
გამარჯვებულებს გადაეცათ შესაბამისი დიპლომები და თასები.
გოგი ბუკიას მემორიალი ჩატარდება ყოველწლიურად. მეორე ტურნირი გაიმართება 2008 წლის 31 ივლისიდან 5 აგვისტომდე.

|