მთავარი გვერდი     რეგისტრაცია     ფორუმი     დაგვიკავშირდით  
 თემატური საძიებელი
ფონდის შესახებ
ფონდის პრეზიდენტი
მიზნები და ამოცანები
მიმდინარე პროექტები
სიახლეები 
ფესტივალი სიმღერა სამეგრელოზე
ხობის მესამე საერთაშორისო ფესტივალი
ძუკუ ლოლუას სახელობის ხობის ქართული ხალხური სიმღერის მუზეუმი (სამეგრელო)
გოგი ბუკიას მემორიალური ღია საერთაშორისო ტურნირი ნარდში
გამოცემები
კომპაქტ დისკები
ვიდეო რგოლები 
 

 

 

ხობის საერთაშორისო ფესტივალი “სიმღერა სამეგრელოზე”

 2003 წელს, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ “ხობის” პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, ბატონ გოდერძი ბუკიას თაოსნობითა და ხელშეწყობით, დაფუძნდა საერთაშორისო ფესტივალი “სიმღერა სამეგრელოზე”, რომელიც ორ წელიწადში ერღხელ იმართება ქალაქ ხობში.
  ფონდთან ერთად ფესტივალის ორგანიზატორები არიან ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრი და მისი ხელვძღვანელი, ქართული ხალხური სიმღერის დიდი მოამაგე, ბატონი ანზორ ერქომაიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია სამეგრელო-ზემო სვანეთში, ხობის რაიონის საკრებულო და გამგეობა.
  ფესტივალს სპონსორობენ საქართველოს, რუსეთისა და უცხოეთის სხვადა სხვა კომპანიები და კერძო პირები.
  Fფესტივალის სიმბოლიკის ავტორია, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, მხატვარი ემირ ბურჯანაძე. ჰიმნი ეკუთვნის კომპოზიტორ ალექსანდრე ბასილაიას.
  ფესტივალი ტარდება უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით. 2005-2007 წლებში ფესტივალს დაესწრო საქართველოს პრეზიდენტი, ბატონი მიხეილ სააკაშვილი.
  ხობის ფესტივალმა იმთავითვე მიიპყრო ქართული სასიმღეროOფოლკლორით დაინტერესებული საზოგადოების ყურადღება. ქართულ ანსამბლებთან და ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ერთად, ფესტივალში სისტემატიურად მონაწილეობენ რუსეთის, აშშ-ს, საფრანგეთის, გერმანიის, ჰოლანდიის, ავსტრიის, კანადის, ნორვეგიის, ბელგიის, თურქეთის, ირლანდიის, ავსტრალიის და სხვა ქვეყნების წარმომადგენლები.
  ფესტივალის განსაკუთრებული მონაპოვარია ჩვენი ფონდის მიერ გამოცემული უნიკალური მასალები: მონოგრაფია “ქართული ხალხური სიმღერის ოსტატები ” სამეგრელო (ოთხტომეული); სანოტო კრებულები “ქართული ხალხური მუსიკა” (სამტომეული) - სიმღერების ტექსტების ქართულ-ლათინური ტრანსლიტერაციით და “ შევისწავლოთ ქართული ხალხური სიმღერა”- მეგრული სიმღერები (ოთხი კომპაქტდისკით), კატალოგი ქართული ფონოჩანაწერები უცხოეთში”; ცნობარი “ქალხური სიმღერის მოამაგენი”, მეგრული პოეზიის კრებული.
  გამოცემულია ასევე უნიკალური კომპაქტდისკები: “შევისწავლოთ მეგრული ხალხური მუსიკა”( ჩაწერილი ცალ-ცალკე ხმებში), “ჰარირა”, ოთარ თაქთაქიშვილის “ მეგრული სუიტა ” ( ზურაბ სოტკილავას შესრულებით), “ნოკო ხურცია”, “კირილე პაჭკორია”,“პოლიკარპე ხუბულავა”, “ქართული ვოკალის სათავეებთან” (ფილიმონ ქორიძის, ვანო სარაჯიშვილისა და იოსებ ტომაშევიჩის ხმოვანი ჩანაწერებით). ზურაბ სოტკილავას სამი კომპაქტდისკი.
  ამ მასალების მოძიებასა და შექმნაში ფასდაუდებელი წვლილი შეიტანეს, ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრის, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიისა და სხვა შემოქმედებითმა ჯგუფებმა. აღნიშნული გამოცემები ფონდის მიერ საჩუქრად გადაეცემათ მუსიკალურ ცენტრებს, უმაღლეს სასწავლებლებსა და ბიბლიოთეკებს, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში, რაც მნიშვნელოვან სამსახურს უწევს ჩვენი ეროვნული პოლიფონიის პროპაგანდას.
  Fფესტივალის ფორმატით ხორციელდება სხვა კულტურული ღონისძიებებიც: ჩატარდა გამოჩენილი ქართველი მომღერლის, რუსეთის დიდი თეატრის სოლისტის,ზურაბ სოტკილავას საიუბილეო ღონისძიება, მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ გამოიცა ბუკლეტი და შეიქმნა დოკუმენტური ფილმი.
  Fფონდისა და ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრის მიერ ხობში დაფუძნდა ძუკუ ლოლუას სახელობის “ქართული ხალხური სიმღერის მუზეუმი” (სამეგრელო) და ვფიქრობთ, რომ იგი რეგიონის ერთ-ერთ კულტურულ ცენტრად გადაიქცევა. ფესტივალისათვის სპეციალურად იწერება ახალი სიმღერები, რომლებსაც ქმნიან და ასრულებენ საუკეთესო ქართველი კომპოზიტორები და მომღერლები.
  მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ყოფისა და ტრადიციების უკეთ გაცნობის მიზნით ფესტივალის მონაწილეები და სტუმრები ცხოვრობენ ოჯახებში, ათვალიერებენ ღირშესანიშნაობებს, კულტურულ- ისტორიულ ძეგლებს და აქაც მეგზურობას ადგილობრივი მოსახლეობა უწევთ.
  ამდენად, ფესტივალის დანიშნულება და მიზნები გათავისებული აქვს რაიონის მთელ მოსახლეობას და იგი ნამდვილად იქცა სახალხო დღესასწაულად.
  ხობის ფესტივალში მონაწილე კოლექტივებისა და სტუმრების რაოდენობის ყოველწლიური ზრდა კი უცილობლად მეტყველებს მის პოპულარობაზე.
 

 


Created by Web Art Studio